მთავარისიახლეებიპოლიტიკაე.წ. ,,გერმანულმა მოდელმა'' საკომიტეტო მოსმენაზე უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ პოვა

ე.წ. ,,გერმანულმა მოდელმა” საკომიტეტო მოსმენაზე უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ პოვა

Published on

დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს იხილავენ. იგი   არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტი ინიცირებულია ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ , იგი  ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.
 
„ელემენტარული არითმეტიკაა, სკოლის მოსწავლეც კი გაიგებს, რომ ამ მოდელის მიხედვით პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეხვდება მანდატების იმდენი პროცენტი, რამდენი ამომრჩეველიც მისცემს ხმას ანუ, თუ პარტიულმა სიამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, მას ერგება 60 მანდატი, თუ მიიღო 10 პროცენტი, ერგება 15 მანდატი. შეიძლება იყოს უმნიშვნელო გადახრა ერთ ან ორ მანდატში დათვლისას. განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც 26 წელია საქართველოში მოქმედებს. შეიძლება პარტიამ მიიღოს ხმების 40 პროცენტი და მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე, შეხვდეს 70-მდე მანდატი ანუ იმაზე ორჯერ მეტი, რაც ერთმა პარტიამ აიღო. ამ პროცესს ასწორებს ის სისტემა, რომელსაც ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ“, – განაცხადა პროექტის წარდგენისას ვახტანგ ხმალაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თვლის, რომ ე. წ. გერმანული მოდელი, მიუხედავად იმისა, რომ  ბევრი კარგი მხარე  აქვს,  საქართველოს  კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, „ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის. თუ მისი შემოღება გვინდა,  ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ მასზე.“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ე.წ. გერმანულმა მოდელმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. თვითმმართველობის კომიტეტიდან კანონპროექტს 1 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ხოლო ერთმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, კანონპროექტს ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 7 აღნიშნული მოდელის დანერგვის წინააღმდეგ წავიდა.
ამ ვარიანტს მხარს უჭერს ოპოზიცია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც , თუმცა დღევანდელ სხდომას მისი წევრები გამოცხადებული ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან. 
 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...