მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოძრაობა სახელმწიფოსთვის" ყრილობაზე პირველ გზავნილებს აჟღერებს – ჩვენი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და...

,,მოძრაობა სახელმწიფოსთვის” ყრილობაზე პირველ გზავნილებს აჟღერებს – ჩვენი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და არა უბრალოდ პოლიტიკური სპექტრის შევსება

Published on

დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში 14:30 საათზე მუშაობა დაიწყო მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პირველმა ყრილობამ.

  ამ წუთებში ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს მოძრაობის ლიდერი პაატა ბურჭულაძე. იგი აცხადებს, რომ მისი მოძრაობის მიზანია  არა უბრალოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის შევსება, არამედ  ხელისუფლებაში მოსვლა. ამ დროისათვის მან უკვე გააჟღერა მოძრაობის პირველი გზავნილები: მოძრაობის მიზანია ქვეყნის გამოყვანა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან,   დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია და დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. 

ყრილობის გახსნამდე მოძრაობის ლიფდერებმა მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ  ახალი პარტია პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეებით შევა. მათი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. დღეს დამტკიცდება პარტიის ხელმძღვანელობაც.

ახალი მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას, მათ შორის არც წინასაარჩევნოდ, არ გეგმავს.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...