მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს-ipn

რუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს-ipn

Published on

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.„აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

დღესვე, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში. „საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა“, – განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.

 

interpressnews.ge

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...