მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის მხედრობა და ეგზეკუცია სამეგრელოში

ბიძინა ივანიშვილის მხედრობა და ეგზეკუცია სამეგრელოში

Published on

მოსახლეობის მოლოდინისა და პროტესტის მიუხედავად ცსკო დუმს და არ იღებს გადაწყვეტილებას კორცხელის საარჩევნო უბანზე  ხმის პროცესის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.

 როგორც ჩვენი კორესპონდენტი კორცხელიდან იუწყება, სიტუაცია განმუხტული არ არის, ამომრჩევლები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ზონდერები კვლავ გამოჩნდნენ ტერიტორიაზე, საიდანაც თითქოს გაიყვანეს.სიტუაცია კვლავ იძაბება. გრძელდება ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის მცდელობა.   ამ წუთებში გვაცნობეს, რომ ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის''  ოპერატორს იმ მხრიდან ნასროლი ქვა მოხვდა, სადაც ზონდერები არიან შეჯგუფებუნი.( დეტალებს უახლოეს დროში გაცნობებთ). 

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ,, ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.''

სანამ შს სამინისტრო თავდასხმის მონაწილეებსის ვინაობას ადგენს, მოსახლეობა თავად ცდილობს მათ იდენტიფიცირებას. ამ წუთებში ანი ნადარეიშვილმა თავის ფეისბუქზე გამოქვეყნა  ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილია რბევის მონაწილე – ვლადიმერ გეგეშიძე – მოჭიდავე, 

ტრანსფორმირებული მხედრიონი – ამჯერად არა ჯაბა იოსელიანის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მხედრობა და ეგზეკუცია სამეგრელოში –  ასეთია ქართული ოცნების ხელისუფლების სანაქებო დემოკრატიული არჩევნები.

 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...