მთავარისიახლეებიპოლიტიკათეონა ქარდავა საჯარო მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

თეონა ქარდავა საჯარო მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

Published on

“თავისუფალი საქართველოს“ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეონა ქარდავა საჯარო მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.ქარდავას ინფორმაციით, 13 მაისს კორცხელში საარჩევნო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ბრალდებებს უარყოფენ ადგილობრივ თვითმმართველობებში და აცხადებენ, რომ შეხვედრებს არასამუშაო საათებში ესწრებოდნენ.“ერთდღიანი შვებულება ავიღე და იმ ერთ დღეს ვიყავი შეხვედრაზე“- განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდალინა თოდუამ.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატის თანამშრომელი დათო კოდუა კი ქარდავას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.მაჟორიტარი კანდიდატი თეონა ქარდავა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილს აპირებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების სამუშაო საათებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ეკრძალებათ. ამ მუხლის დარღვევა 2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

კორცხელში შუალედური არჩევნები 22 მაისს იმართება. ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...