მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ზუგდიდის საარჩევნო სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილება და დავა გრძელდება

ენმ-ის ზუგდიდის საარჩევნო სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილება და დავა გრძელდება

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო სიები ისევ და ისევ კრიტიკის საგანი ხდება. როგორც „ოდიშინიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში წუხელ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია ზუგდიდის ოფისის მიერ წარმოდგენილმა კანდიდატმა ლელა ქებურიამ, რომელიც, როგორც წყარო იტყობინება, სიაში სამეგრელოს ექს გუბერნატორის თენგიზ გუნავას რეკომენდაციით მოხვდა.წყარო ასევე ამბობს, რომ სხდომას სკაიპით ჩაერთო ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა სიების გამო,გაბრაზებულმა სააკაშვილმა გუნავას რესურცენტრის ყოფილი უფროსის ლელა ქებურიას სიიდან ჩამოცილება დაავალა.“არათუ ოცეულში, იმის იქეთაც არ დამენახო“- უთხრა ექსპრეზიდენტმა გუნავას- აცხადებს წყარო  მისივე ინფორმაციით, გუნავას კი  მოუწევს სააკაშვილის ბრძანების შესრულება და ქებურიას ჩამოშორება. ქებურიას კანდიდატურამ დაპირისპირება გამოიწვია ენმ ზუგდიდის ოფისშიც, პარტიის წევრები რიგითი მხარდამჭერები და ზუგდიდიელები ენმ ზუგდიდის ოფისს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ და თვლიან რომ ქებურიას კანდიდატურა მათთვის მიუღებელია.სიების თემა რამდენიმე დღეა გახმაურებული განსჯისა და დაპირისპირების საგანი გახდა.პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე დაასახელეს სიები, სადაც ერთ-ერთი აქტიური პარტიელის, საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის სახელი არ აღმოჩნდა. წითლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც თვითონ ამბობს, მკაფიო და ცალსახა პოზიცია გააჩნია.წითლიძის განცხადებით კი მისთვის მთავარი მანდატი კი არა ხალხის სამსახურია, ამიტომაც სადაც არ უნდა იყოს ხალხის სამსახურში იქნება მუდამ. კითხვაზე როგორ შეაფასებს პარტიაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას: „საგანგაშო არაფერია, გარდა ამისა, მე როგორც ვიცი ეს არის სამუშაო სია და არა საბოლოო ვარიანტი, მიუხედავად იმისა პარტიის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, ან სამართლიანად ვთვლი თუ არა, ჩემთვის მთავარი პარტიისა და ქვეყნის ინტერესია და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა პრორუსი ოლიგაქრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაა.“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენმ სავარაუდო ახალ სახეებს დღეს წარადგენს, სადაც სავარუდოდ ქებურიაც იქნება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...