მთავარისიახლეებისაზოგადოებასაეჭვო პაკეტი სტადიონზე – ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მატჩი ჩაიშალა

საეჭვო პაკეტი სტადიონზე – ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი ჩაიშალა

Published on

ბრიტანული მედიის ცნობით,  პრემიერ ლიგის   მატჩი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ე.წ. საშინაო სტადიონზე ,,ოლდ ტრაფორდიზე'' უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.  ამის მიზეზი გახდა საეჭვო პაკეტი, რომელიც ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ბორნმუთს'' შორის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე  შეამჩნიეს   ტრიბუნაზე. მატჩის დაწყება  ჯერ 45 წუთით,    ხოლო შემდეგ გაურკვეველი ვადით გადადეს. ამნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა მანჩესტერ იუნატიდის ხელმძღვანელობამ – “სტადიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო მატჩი დღეს აღარ ჩატარდება”.

 პოლიციამ  სტადიონიდან  გულშემატკივრების სრული ევაკუაცია მოახდინა. ადგილზე მომუშავე შესაბამისმა სამსახურებმა, კერძოდ, გამნაღმველებმა  პაკეტის საკონტროლო აფეთქება მოახდინეს, როგორც პოლიცია იტყობინება, იგი რაიმე საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა 

ჯერჯერობით უცნობია,   როდის გაიმართება ჩაშლილი შეხვედრა. 

2015 – 16 წლის სეზონშიინგლისის ჩემპიონი   ისტორიაში პირველად გახდა გუნდი ლესტერი , მან პირველობა ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მე –5 ადგილზეა, ხოლო ,,ბორნმუთი" – მე – 16 –ზე

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...