მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა 42 დევნილ ოჯახს გადაეცა (VIDEO)

ახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა 42 დევნილ ოჯახს გადაეცა (VIDEO)

Published on

ზუგდიდში, ახალსოფლის რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა ჩასახლების პროცესი დაიწყო.დილიდან სპორტკომპლექსის შენობაში იმ დევნილთა კენჭისყის პროცესი მიმდინარეობდა, რომლებმაც აპლიკაციები შეავსეს მითითებულ მისამართზე. ახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა იმ 42 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებსაც შესაბამისი ქულა მიენიჭათ კრიტერიუმების გათვალისწინებით.უკმაყოფილებას გასმოთქვამს ვარდო ჩარგაზია, რომელიც 23 წელია სოფ ოქტომბრის საბავშვო ბაღში ცხოვრობს, კომისიამ მას 8 ქულა მიანიჭა, თუმცა არც თაბუკაშვილის ქუჩაზე და არც ახალსოფლის კორპუსში ბინა არ ერგო.ბინების გაცემის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აკვირდებიან, „სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელი თეონა ქარდავა აღნიშნავს, რომ არიან უკმაყოფილო დევნილებიც, თუმცა ყველა მათგანი აუცილებლად დაკმაყოფილდება ფართით.გარდა ამ ბინებისა, დანიის ლტოლვილთა საბჭო დევნილებს 500 ევროს ოდენობით დახმარებასაც დაპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიმუშავებენ მცირე ბიზნესგეგმას. შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში დევნილებმა ბინები თაბუკაშვცილის ქუჩაზე მიიღეს, მაშინ საცხოვრებელი ფართით 320 ოჯახი დაკმაყოფილდა.

სიახლეები

კახა კალაძისთვის “ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია”

კახა კალაძისთვის "ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია". ამის შესახებ მან პირველების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დედაქალაქის მერი...

ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს

30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი...

ზელენსკი- ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია – მსოფლიოსგან მტკიცე პოზიციას ველით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ კვირის წინ მოსკოვს ვადა...

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...