მთავარისიახლეებისაზოგადოებახალხმა დაიცვა ქართული ენა უზარმაზარი იმპერიის საცეცებისგან, მაგრამ შეძლებს თუ არა დაიცვას...

ხალხმა დაიცვა ქართული ენა უზარმაზარი იმპერიის საცეცებისგან, მაგრამ შეძლებს თუ არა დაიცვას საკუთარი დაუდევრობისაგან იგი სხვა ქართველურ ენებთან და აფხაზურ ენასთან ერთად, მომავალი გვიჩვენებს

Published on

1978 წელს მოსკოვში მომზადდა ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საბჭოთა იდეოლოგების ღრმა რწმენით, უპრობლემოდ უნდა ყოფილიყო მიღებული. უამრავ წვრილ – წვრილ ცვლილებაში ,,შეპარებული’’ იყო მუხლი, რომლის  თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ცხადდებოდა, ხოლო  მუხლი, რომლითაც წინამორბედ კონსტიტუციაში ქართულ ენას  სახელმწიფო ენის სტატუსი ჰქონდა დაკანონებული, უბრალოდ გაქრა.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა  ხალხს არ გაუბედავს –  ღია რეაქცია იქ მხოლოდ დისიდენტების მხრიდან გაჟღერდა. რაც შეეხება საქართველოს, მოსკოვის ამ მცდელობამ არა მხოლოდ ეროვნულ, დისიდენტურ მოძრაობაში ჩართული ადამიანების, არამედ სტუდენტების, ინტელიგენციის პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია. კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ, მას აქტიურად და არა ფორმალურად (  როგორც ეს სხვა წინამორბედ შემთხვევებში ხდებოდა )   განიხილავდნენ დაწესებულებებში, ორგანიზაციებში,   იმართებოდა შეკრებები, ადამიანები არ მოერიდნენ უარყოფითი დამოკიდებულების, საკუთარი თვალსაზრისის თამამად გამოხატვას, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიმართეს პეტიციით, რომელშიც კატეგორიულად ითხოვდნენ ქართულ ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებას.

ხელისუფლება დაფრთხა,  აქტიურად ამუშავდა უშიშროების სამსახური, იბარებდნენ სტუდენტებს, ვინც პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდნენ, მათ ბინებში ჩხრეკაც კი ტარდებოდა…  თუმცა, ამ  აქტიურობას  უკურეაქცია მოყვა: სულ უფრო ღვივდებოდა აზრი, რომ მოსკოვის ამ შემოტევის მოგერიებისათვის ქუჩებში გამოსვლა იყო საჭირო და ეს გადაწყვეტილება გაიზიარეს მათაც,  ვისაც მანამდე დემონსტრაციაზე წასვლა  არც უფიქრია.

საქართველოს უზენაეს საბჭოს სხდომა, რომელზედაც უნდა განეხილათ და მიეღოთ ცვლილებები კონსტიტუციაში, 14 აპრილს დაინიშნა, შესაბამისად უნივერსიტეტთან დილიდანვე  შეიკრიბნენ სტუდენტები, მათ ზურგს უმაგრებდა მხცოვანი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომლის ღია აღშფოთება ქართული ენის დამცრობის მცდელობაზე წინა დღეს მთელ უნივესიტეტს მოედო. ახალგაზრდები  ნელი სვლით დაიძრნენ რუსთაველისკენ, გზადაგზ ამათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი ხალხით გადაიჭედა, რაც იმ დროისთვის არნახული ამბავი იყო – სახედება მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვი –   50 – 70 ათასიც კი.  ყველას გადაწყვეტილი ჰქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაეტოვებინა.თუმცა, ცხადია, ყველამ იციოდა, , რომ შეიძლება ესროლათ კიდეც- უფროს თაობას კარგად ახსოვდა1956 წლის9 მარტი.

შეკრებილთა შორის, ბუნებრივია,  არ იყვნენ გამორჩეული ქართველი დისიდენტები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელნიც იმხანად დაპატიმრებულნი იყვნენ, თუმცა მათ დიდი წილი ედოთ იმ სულისკვეთებაში, რომელიც ქართველ ახალგაზრდობას ამოძრავებდა.  როგორც აქციის ერთერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე იხსენებს, ,,ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს  როცა, თქვეს: გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი, მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: ქართული ენის სახელმწიფოს ტატუსის აღდგენაო. და ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, 

უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და 78-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შესთავაზა მათ, თუმცა მას ბოლონმდე არც მოუსმინეს – ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა.

როგორც ცნობილია, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე  საბოლოო ვერდიქტი მოსკოვს გამოჰქონდა. როცა მან  დაინახა, რომ შეკრებილები დაშლას არ აპირებდნენ, იძულებული გახდა  დათმობაზე წასულიყო, რადგან  სისხლისღვრა მის ინტერესში არ შედიოდა. როგორც თვითმხილველნი ამბობენ, მოსკოვის თანხმობა ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეშევარდნაძეს უკვე რიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას აცნობეს – ამბობდნენ იმასაც, რომ ეს ფაქსი მას თანაშემწემ დაუდო ტრიბუნაზე წყლიანი ჭიქის გამოცვლის მომიზეზებით სწორედ მაშინ, როცა იგი საბედისწერო მუხლთან დაკავშირებით  თავდაპირველი მოსკოვური რედაქციის მიღების გამოცხადებას აპირებდა. როგორც თვუთმხილველები ამბობენ, მან უადგილო ადგილას გაწყვიტა სიტყვა და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მუხლი ქართული წნის სახელმწიფო სტატუსის შესახებ აღდგენილია. 

14 აპრილი საქართველოს იტორიაში შევიდა როგორც ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც სულისკვეთებით დიდგორს ეტოლებოდა.  ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ენა უზარმაზარი იმპერიის საცეცებისგან, მაგრამ შეძლებს თუ არა დაიცვას საკუთარი დაუდევრობისაგან   ქართული ენა სხვა ქართველურ ენებთან და აფხაზურ ენასთან ერთად, მომავალი გვიჩვენებს. 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...