მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო "თბილისი პრაიდის" წინააღდეგ გამოდის და ხელისუფლებას მსვლელობისთვის ხელის შეშლის მოთხოვნას უყენებს

საპატრიარქო “თბილისი პრაიდის” წინააღდეგ გამოდის და ხელისუფლებას მსვლელობისთვის ხელის შეშლის მოთხოვნას უყენებს

Published on

საპატრიარქო “თბილისი პრაიდის” ჩატარების შეზღუდვას  ითხოვს. საგანგებო განცხადება საპატრიარქომ შუადღეს გაავრცელა და ხელისუფლებას მოსთხოვა არ მისცეს ორგანიზატორებს თბილისი პრაიდის ჩატარების უფლება.

ეკლესია მიმართვის ადრესატი მთავრობა, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები და არასამთავრობო სექტორია. თუ პრაიდის ორგანიზატორები თბილისის ქუჩებში მაინც გამოვლენ, კონტრაქციების გამართვას მხარს ეკლესიაც დაუჭერს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ საპატრიარქოს ასეთი მკაცრი განცხადება შესაძლოა, ძალადობის მაპროვოცირებული იყოს.

საპატრიარქოს პოზიციას არ იზიარებს არც სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშეა.

მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კონსტიტუცია დაცული უნდა იყოს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ლგბტ პირების თავისუფალი ნების გამოხატვაზე მყარია ოპოზიციის პოზიცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ მსვლელობამ ექსცესების გარეში ჩაიაროს.

ჩატარდება თუ არა დაგეგმილი თბილისის პრაიდი ქვეყნის დედაქალაქში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

თუკი ლგბტ პირები მსვლელობას მოაწყობენ, პარალელურ შეკრებას სასულიერო პირებიც გეგმავენ, უსაფრთხოების რადიკალური ზომების მიღება პოლიციას მოუწევს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...