ზუგდიდის განვითარების ცენტრში წუხელ თბილისში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, სამეგრელოს განვითარების ცენტრმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა სამეგრელოში შეექმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების ცენტრი. ანა წითლიძის თქმით, პირველ ეტაპზე, ხვალ საღამოს მოხდება პირველადი დახმარების საგნების გაგზავნა თბილისში დაზარალებული მოქალაქეებისთვის. ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უბრალო მოქალაქეებს გაერთიანდნენ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ წუხელ კოკისპირული წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა. წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ვერე. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, სტიქიას ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უგზო-უკვლოდაა დაკარგული რამოდენიმე მოქალქე. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა ცხოველთა თავშესაფარი, ასევე დაზიანდა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც წუხელ ცხოველები გაიქცნენ. ოფიციალური მონაცემებით ზარალი მასშტაბურია და ის 10 მილიონ ლარს აღწევს
ბრიფინგი ზუგდიდის განვითარების ცენტრში (VIDEO)
სიახლეები
მსოფლიო
ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა.
ინფორმაციას BBC...
მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...
მსოფლიო
„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...
საზოგადოება
ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...