მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა (VIDEO)

ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა (VIDEO)

Published on

ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა, თუმცა წუხელ თბილისში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ორგანიზატორებმა კონცერტები გააუქმეს. ზუგდიდის შეკრებას საქართველოს რეგიონებიდანაც შეურთდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები. მოეწყო მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და ასევე სპორტული ღონისძიებები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ზუგდიდის მაკდონალდსმა საჩუქარი გაუკეთა და რესტორანში დაპატიჟა. ასევე გორიდან ჩამოსულ და ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. 14 ივნისი საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 1995 წლიდან აღინიშნება. სწორედ 1995 წელს იქნა მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ, რომელმაც დაარეგულირა და განსაზღვრა შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი და უფლებები.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების 

სიახლეები

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...