მთავარისიახლეებიინტერვიუ,,დიდ ქრთამს მთავაზობდნენ იმაში, რომ მეგრულ ენაზე უარი მეთქვა'' - ამბობს...

,,დიდ ქრთამს მთავაზობდნენ იმაში, რომ მეგრულ ენაზე უარი მეთქვა” – ამბობს გაზეთ ,,გალის”რედაქტორი

Published on

,,გაზეთი ,,გალ“’ მსოფლიოში გამომავალი ერთადერთი მეგრულენოვანი გაზეთია, წლეულს მას 21 წლი უსრულდება. ამ ხნის მანძილზე იყო ყველაფერი: მთავაზობდნენ ქრთამს, რომ შემეწყვიტა გაზეთის გამოცემა მეგრულ ენაზე, აგვიფეთქეს რედაქციის შენობა, მაგრამ ყველა განსაცდელმა გადაიარა და  გაზეთი უწინდებურად გამოდის '' – აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში გამომავალი მეგრულ- აფხაზურ-რუსული  გაზეთის დამფუძნებელი, რედაქტორი და იდეოლოგი ( ასე წარუდგენს მკითხველს თავის რესპონდენტს ჟურნალისტი) ნუგზარ სალაყაია ინტერნეტგამოცემა  sukhum-moscow.ru  ჟურნალისტთან  დიმიტრი სტატეინოვთან საუბარში.

ჩვენმა  სახელმწიფომ  ვერ იქნა და ვერ შეაჩერა არჩევანი რაიმე სახის სტრატეგიაზე გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციისათვის ქვეყნის ერთიან სივრცეში. ომის დამთავრებისთანავე პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ზეგავლენით მიღებულ იქნა რაიონის ტერიტორიაზე მეგრული ენისა და კუტურის ფენომენის განვითარების ხელშეწყობის გადაწყვეტილება ,  გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მეგრელია, ხოლო მეგრული ენა პირველია იმ ენებს შორის, რომელზედაც ეს ხალხი ლაპარაკობს.

მაგრამ მოხდა ისე, რომ შემდეგ სახელმწიფომ და საზოგადოებამ   თანდათან დაკარგა ინტერესი არა მხოლოდ მეგრული ენის, არამედ  მთელი რეგიონისადმი. გალის რაიონის ცხოვრებაში მხოლოდ ახლა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჩნდება ამ  ინტერესის განახლებისა და  ვითარების გაუმჯობესების მართალია სუსტი, მაგრამ მაინც მისასალმებელი სიმპტომები, შორს არ არის დრო, როცა  გაზეთი ,,გალ“ შეფასდება როგორც მეგრული ენისა და კუტურის აღორძინების იდეის ცოცხალი ძეგლი.

ჩემი მუშაობის მარტო პირველი სამი წლის განმავლობაში , 1995-1998 წლებში, ქალაქის ცენტრში მდგარი შენობა, სადაც განთავსებული იყო გაზეთის რედაქცია და სტამბა, ექვსჯერ ააფეთქეს ქართველმა ტერორისტებმა.  ეს, როგორც წესი, ხდებოდა ღამით, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. ბანდიტების მიზანი იყო გაენადგურებინათ ადგილი, საიდანაც ვრცელდებოდა აფხაზური თვალსაზრისი რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ, მაშინ, როცა  ქართულ მედიასაშუალებებს სრული მონოპოლია ჰქონდათ რაიონის საინფორმაციო სივრცეში.

ყველაზე მკაფიო მომენტი, რომელიც დღემდე მახსოვს, იყო აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, 1996 წელს მომხდარი აფეთქება . ეს სახელმწიფო დონის პირველი არჩევნები იყო და, თუ გალის რაიონი ამ პროცესის მიღმა დარჩებოდა, ძალიან ცუდი იქნებოდა აფხაზეთისთვის, რადგან შექმნიდა სურათს, რომ რეგიონი არ არის ჩვენი რესპუბლიკის ნაწილი.

და აი, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როცა უნდა გამოსულიყო მორიგი ნომერი, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა  არჩევნების თემას, რედაქცია ააფეთქეს.  თუმცა ჩვენ შევძელით საბეჭდი დაზგების ამოქმედება,  სტამბამ მეორე დღესვე განაახლა მუშაობა და გაზეთიც გამოვიდა.

მეგრული ენა მეზობელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში შემთხვევით არ აღმოჩენილა – მეგრულენოვანი მოსახლეობა ეს არის ცალკე ეთნიკური ჯგუფი, რომელიც თავის დროზე ,,გააქართველეს’’.  ასე მაგალითად,  ადამიანი, რომელიც  18 წლის ასაკამდე მეგრელი იყო,  როცა პასპორტს იღებდა, უეცრად ქართველი ხდებოდა. იმხანად ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რა დღეში იყო  მეგრული ენა და ვერც კი ვხვდებოდი,  რას  წარმოადგენდა  ჩვენი გაზეთი საქართველოსთვის. არადა, ეს ხომ კავკასიის ერთერთი უძველესი ენაა და მისი გავრცელების არეალი მოიცავს მთელ კოლხეთის დაბლობს მდინარე კოდორამდე. – აცხადებს ნუგზარ სალაყაია.

გაზეთის  დაფუძნებასა და გამოცემას დიდი რეზონანსი მოყვა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ფენომენით დაინტერესდნენ რუსი და ბრიტანელი მეცნიერები. – დასძენს თავის მხრივ დიმიტრი სტატეინოვი – ნუგზარ სალაყაია მიიწვიეს მოსკოვში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, რათა მეტი გაეგოთ მეგრული ენის შესახებ. ქართველი მეცნიერები კი  დღემდე ვერ შეთანხმებულან არის თუ არა  მეგრული  დამოუკიდებელი ენა და ცდილობენ ყოველმხრივ შეაფერხონ მისი განვითარება.

საქართველოს ე.წ. ტერიტორიულ მთლიანობაში დაინტერესებული ბევრი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი გამუდმებით საყვედურობდა აფხაზეთის ხელმძღვანელობას, რომ დაუშვა გაზეთ ,,გალის''  ,,არარსებულ’’ ენაზე  გამოცემის ფაქტი.

1996 წელს გაეროს ოფისის წარმომადგენელმა მიმიწვია სტალინის აგარაკზე.  მუშაობა  შემიქო, მითხრა, რომ ძალიან კარგია, რომ გაზეთი გამოდის სამ ენაზე, აფხაზურზე, რუსულსა და …. მაგრამ აქ შებრკოლდა და განმიცხადა, რომ ეს მეგრული რაღაც გაუგებარი ენაა და იქნებ სჯობდეს ქართულით  ჩანაცვლდესო. სანაცვლოდ მე დამპირდნენ ახალ ოფისს კარგი აღჭურვილობით, გაზეთის გამოსაცემი თანხების გამოყოფას და ძალიან მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფას  ათი წლის მანძილზე – მე, როგორც რედაქტორს მექნებოდა ყოველთვიური ხელფასი 850 დოლარის  ( მაშინ  120 რუბლი მეძლეოდა), ხოლო გაზეთის თანამშრომლებს  –  500 – 500 დოლარის ოდენობით.

 რა თქმა უნდა, გამეცინა და უარი განვაცხადე ამაზე, განა არ მესმოდა, რომ მათი ნამდვილი მიზანი იყო ქართული ენის ლეგალიზაცია  აფხაზეთის ტერიტორიაზე – ამბობს ნუგზარ სალაყაია.

იგი ამტკიცებს,  რომ ასეთ ,,საჩუქარზე’’ უარის თქმა არ იყო ძნელი. ამაში შველოდა პატრიოტიზმის გრძნობა, რომელიც უხვად იყო ნაკვები მტერზე გამარჯვებით მოგვრილი სიამაყით.

,,ნურიევიჩი’’, როგორც მას  კოლეგები ეძახიან რედაქციაში, ტყვარჩელშია დაბადებული, ომამდე მუშაობდა აგიტაციის მდივნად გაზეთში ,,აბჟუიცი’’ (აბჟუელები, შუასოფელში –  ღალიძგიდან  კოდორამდე სივრცეში, ძირითადად,   ოჩამჩირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები – ოდიში ნიუსი ). გალში იგი ქართულ – აფხაზურის ომის შემდეგ აღმოჩნდა ვლადისლაბ არძინბას დავალებით, რომლის არსს ადგილობრივ მოსახლეობაში იდეოლოგიური მუშაობის ორგანიზება წარმოადგენდა. ამან მთლიანად შეცვალა მისი გეგმები – დარჩენილიყო საყვარელ სოხუმში, დაოჯახებულიყო, ახლა იგი ამბობს, რომ მისი საყვარელი ქალაქი და ოჯახი გალი, გაზეთი გახდა.  

1995 წელს რედაქციაში სამნი მუშაობდნენ – მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და კორექტორი. პირველი ექვსი თვე სტამბის არდგენამ წაიღო. პირველი ორი წელი ხელფასს ნატურით –  იმ პროდუქტების სახით იღებდნენ, რომელიც იმხანად აფხაზეთში საერთაშორისო  ორგანიზაცია  ,,წითელ ჯვარს“ შეჰქონდა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი.  გაზეთის პირველი ნომერი ორგვერდიანი იყო, მასში განთავსებული იყო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ბრძანებულებები., აგრეთვე მიმართვა მკითხველისადმი გაზეთის განახლებული გამოცემის  შესახებ,  მოკლე ინფორმაცია  ქალაქში მომხდარ ხანძარზე,  დანაშაულობებზე, გაჩნდა რუბრიკა ,,ანეკდოტი ზუგდიდიდან’’, რომელიც მოროდიორებს და აფხაზეთიდან ლტოლვილებს ეხებოდა. გაზეთის ძირითადი ამოცანა ყოველთვის იყო გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაცია აფხაზეთის საზოგადოებაში, აგრეთვე სახალხო კულტურული ფასეულობების დაცვა-პროპაგანდა და ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დღეს რედაქციაში 8 თანამშრომელია, გაზეთი გამოდის თვეში ორჯერ ოთხ ან ექვს გვერდზე, ტირაჟით – 1000. რედაქციის მუშაკები, გარდა ძირითადი მოვალეობისა, დაკავებულნი არიან რუსულ – მეგრული სასაუბროსა და მეგრული ანბანის შექმნა -გამოცემით, რომელთა ავტორი ნარგიზა ბასარიაა.  დაგეგმილი აქვთ საკუთარი ვებგვერდის გახსნა და გაზეთის ელექტრონული ვერსიის  განთავსება.

P.S. ზუგდიდში ყოველწლიურად, 29 მაისს ტარდება მეგრული ენის დღე. ამას ხელს უწყობს მეცნიერი მამანტი ძაძამია. იგი გაზეთს დიდძალ ისტორიულ მასალას აწვდის. გაზეთ გალის’’ თანამშრომლებისათვის ეს არის პატარა გამარჯვება მეგრული ენის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. – წერს დიმიტრი სტატეინოვი.

sukhum-moscow.ru  

10 მარტი, 2016 წ.

(პუბლიკაციის სტილი და ტერმინოლოგია დაცულია – ოდიში ნიუსი)

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...