მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს - გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს – გრიგოლ ვაშაძე

Published on

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იმ ახალ სასამართლო დავაზე ისაუბრა, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის  9 %-იანი წილის მფლობელმა,  ნინო ნიჟარაძემ დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნიჟარაძის მოთხოვნის უკან, რომ დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციის სახით 26 მილიონი მიიღოს, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი “რუსთავი 2”-ის დასაცავად უკიდურეს პროტესტის ფორმასაც კი მიმართავს. „მძიმე თემაზე მოგვიწევს ბრიფინგის გაკეთება, საარჩევნო კამპანიის დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლება სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ – რუსთავი 2-ზე. რუსთავი 2-ის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...