მთავარისიახლეებიპოლიტიკაადა მარშანიას ნერვები მოეშალა - პარლამენტმა ნუკრი ქანთარიას ინიციატივა ...

ადა მარშანიას ნერვები მოეშალა – პარლამენტმა ნუკრი ქანთარიას ინიციატივა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის “ლიბერალური” ამოღების საკითხი ჩააგდო

Published on

პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. კანონპროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 18 – წინააღმდეგ წავიდა.   პარლამენტში ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი 2019 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.   დღევანდელ კენჭისყრას ხმაურიანი დებატები უძღვოდა წინ. ევროპული საქართველოს წევრებმა კენჭისყრის გადადება მოითხოვეს, ვიდრე პროექტი საბოლოო სახით არ დაზუსტდებოდა. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის წევრების ნაწილს. ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადება არ მოისურვა, ხმის მიცემის შედეგად კი, კანონპროექტი ჩავარდა.   [მიკროფონი] არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი. ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ე.ი, ნერვები მომეშალა უკიდურესად. ახლა მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოს ე.წ. პარლამენტში დღეს. დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი. კიდევ ერთხელ, მეათასეჯერ დავრწმუნდი ამაში, ეხლა აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიის, მანიპულირება ხდება ეხლა და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული – ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა დაყენებული და ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ, თქვენ, რომ დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს.   აბა, რა პრეტენზია გაქვთ ერთი, გამოჩენილო ლიბერალებო, მითხარით, რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ. ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით და ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან და ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ”

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...