მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ისინი შესანიშნავად არიან ინფორმირებულები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება - ოპოზიციის...

„ისინი შესანიშნავად არიან ინფორმირებულები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება – ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტთან და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან როს უილსონთან

Published on

„ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ.
 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციაა საქართველოში ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ჯორჯ კენტი.
 
 
„ისინი შესანიშნავად არიან ინფორმირებულები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. აშშ-ს საელჩო კვალიფიცირებულია და ვაშინგტონს მუდმივად საქმის კურსში ამყოფებს. ისეთივე შეშფოთების მიზეზები აქვს ჩვენს მთავარ მოკავშირეს, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, რაც უპირველეს ყოვლისა შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი საერთოდ გაყინულია და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ხარისხით უკან და უკან მიდის. საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, ზეწოლა, დანაშაულები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, „შავი ფულით“ დაფინანსება – ყველაფერ ამაზე გამახვილდა ყურადღება. ჩვენი მოკავშირე კი არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ცდილობს, ყველანაირად დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ თუ არ დავეხმარებით ჩვენს თავს და თუ ქვეყანაში ის უკანონობა და უბედურება გაგრძელდება, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა, ასე ვიქნებით, ერთმანეთთან მუდმივ ჩივილში", – განაცხადა ვაშაძემ.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იყო.
 
„ყველა ხვდება მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ არჩევნებს მოჰყვება ჩვენს სახელმწიფოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გზავნილებზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუგზავნოს პირადად ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, რაც აუცილებელად მოხდება შემდეგ არჩევნებზე. ასევე, საუბარი გვქონდა დემოკრატიის გამოწვევებზე ჩვენს ქვეყანაში. დემოკრატია საქართველოში აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს ჩვენთან დემოკატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს", – აღნიშნა სამადაშვილმა.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...