მთავარისიახლეებისაზოგადოებამამის უფლებების დასაცავად ქუჩაში, მსჯავრდებული დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც გამოვლენ

მამის უფლებების დასაცავად ქუჩაში, მსჯავრდებული დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც გამოვლენ

Published on

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი დღეიდან აქციებს იწყებს. მამის უფლებების დასაცავად ქუჩაში, მსჯავრდებული დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც გამოვლენ.დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან. აქციები გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.დეკანოზის ოჯახმა აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსჯავრდებული სასულიერო პირი სააღდგომოდ არ შეიწყალეს. „აქციას შემოუერთდებიან ჩემი ძმის მცირეწლოვანი შვილები და მინდა ამით დავანახო საზოგადოებას თუ რა ვინ გაამწარა საპატრიარქომ. რადგან მათი უდანაშაულო მღვდელი დღესაც ციხეში ზის პარალიზებული და მათ არ გადადგეს ის ნაბიჯი, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მთელი ოჯახი ჩავერთვებით აქციაში. თხოვნა რჩება რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩემი ძმის გათავისუფლება, რადგანაც ჩემი ძმა არის უდანაშაულო,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...