მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მთავრობა ჯარისკაცებზე პირად ინფორმაციას გასცემს, რომ მერე სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის...

“მთავრობა ჯარისკაცებზე პირად ინფორმაციას გასცემს, რომ მერე სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან განხორციელდეს”- სანდრა რულოვსი [Video]

Published on

ქართული არმია დარტყმის ქვეშაა- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა  ბრიფინგზე განაცხადა. სანდრა რულოვსის თქმით,  ჯარისკაცების, უმეტესად კი მეთაურების პირად ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გასცემს. კანდიდატი  აღნიშნულ ქმედებას ღალატად აფასებს. „დღევანდელი მთავრობა ერთი ხელით აჯილდოვებს ჯარისკაცებს, მეორე ხელით კი ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ, რადგან პირადი ინფორმაცია გადაიცემა ჩვენი მთავრობიდან ჯარისკაცების თაობაზე, რომ მერე სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან განხორციელდეს. ეს არის ღალატი. ჰააგის ტრიბუნალზე შეიძლება ჩვენი სამხედროები დაკითხონ. ისინი დამნაშავეები კი არა, ჩვენი გმირები არიან, ჩვენი პატრიოტები და ეს ნამდვილად დაუშვებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დამნაშავედ იყვნენ აღიარებულები“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა. ის ასევე გამოეხმაურა ატოცში სამოქალაქო აქტივობის თემას და ღნიშნა, რომ რუსებმა ამის მერე უკან დაიხიეს და ბორდერიზაციის პროცესი შეწყდა.
სანდრა რულოვსმა ჯარისკაცებს ქართული ჯარის დღე მიულოცა და ომის ვეტერანებს სხვადასხვა ომში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში გაწეული გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...