მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა -...

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა – ოპოზიცია აშშ კონგრესმენის კანონპროექტს ეხმაურება

Published on

აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხება ოპოზიცია ეხმაურება
 
 ,,უკიდურესად დამაზიანებელი'' – ასე აფასებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი.და ამ ფაქტს საქართველოში შექმნილ მძიმე ბიზნეს გარემოს. მთავარ მაგალითადმას  "თიბისი ბანკის" საქმე მოჰყავს, რამაც მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
 
„ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა "თიბისისთან" და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა.
 
„ფაქტია რომ არის სიგნალები, რომელიც მიდის საქართველოდან. აქ არ არის საუბარი ჩემი აზრით რაღაც დამახინჯებულ ინფორმაციაზე და ბუნებრივია ეს ეხება იმ ძალიან დიდ აჟიოტაჟს, რომელიც იყო ანაკლიის პორტთან, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით. პირდაპირ შეიძლება არ იყოს ბიძინა ივანიშვილი ნახსენები, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. პარტიის თავმჯდომარე თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ყველა სტრუქტურაზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს გზავნილი მისი მისამართითაც არის,“ – განაცხადა წერეთელმა.
 
 
"რესპუბლიკელმა" კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივის მიხედვით, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...