მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ,,გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა...

დონალდ ტრამპი: ,,გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს”

Published on

გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.   „მაინტერსებს, მომიხდის თუ არა New York Times მეორედ ბოდიშს, როგორც მათ ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, თუმცა, ამჯერად ეს უფრო დიდი და უკეთესი ბოდიში იქნება. მათ მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ნამდვილად ხალხის მტრები არიან“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.   დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ადრე თუ პრეზიდენტი იყავი და კარგი ეკონომიკა გქონდა, კრიტიკისგან დაცული იყავი“.   „ეკონომიკა ახლა შესანიშნავია. როგორც პრეზიდენტს, ჩვენს ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა მაქვს. თუმცა, მედიისთვის ეს არაფერს ნიშნავს. რადიკალი მემარცხენე „დემოკრატები“ „ფეიკ ნიუს“ მედიასთან ერთად სრულიად შეიშალნენ. ეს კი ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგი მუშაობს“, – დასძინა მან.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...