მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სუს-ი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა და რეალურად მასზე დაკისრებულ მოვალეობას...

,,სუს-ი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა და რეალურად მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს” – ოპოზიციის პირველი კომენტარები სუს-ის ანგარიშზე

Published on

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ ანგარიშს დღეს პარლამენტს აცნობს – რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა.  ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტულ პრეტენზიებს უყენებს და ახსენებს, რომ ეს სამსახური ბოლო წლებია, სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული და არა ქვეყნის უსაფრთხოებით.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა და რეალურად მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.
 
„სუს-ში, რომელიც ღებულობს 100 მილიონზე მეტ დაფინანსებას, მისი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები იფლანგება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. ფაქტობრივად, სუს-ი გადაქცეულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილად, მიდის თვალთვალი პოლიტიკურ ლიდერებზე, მიმდინარეობს ამომრჩევლის დაშინება. დღეს სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად. რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილები იგრძნობა ყველგან, დაწყებული პროპაგანდით, დამთავრებული უამრავი სხვა ქმედებებით. ქვეყანაში დესტრუქციული პოლიტიკური და საზოგადოებრივი არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს, ატარებენ რუსულ პოლიტიკას, გამოირჩევიან შეუმწყნარებლობით, გამოირჩევიან ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგებით და პირიქით ეს ძალები არის მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან" – აღნიშნულია რომან გოცირიძემ.
 
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძის თქმით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეალურ პრობლემას არ ებრძვის.
 
„პანკისის მოვლენებმაც დაგვანახა, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულებით პრობლემებისადმი შეიძლება შეიქმნას ძალიან მძიმე გამოწვევა უსაფრთხოებისადმი, რაც ცალკეულ ადგილებში დესტაბილიზაციას გულისხმობს, რაც თავად სუს-ის ანგარიშში უცხოეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ამოცანადაც კი არის მითითებული და ამის საწინააღმდეგო რა ღონისძიებებს ატარებს სუს-ი, ჰყავს თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, რუსეთის პირველ რიგში, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საერთოდ საუბარი არ არის და ინფორმაცია არავის არ აქვს. ასევე რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ფასადური რეაგირებით შემოიფარგლება სუს-ი და რეალურად ქვეყანაში გამეფებული ტოტალური კორუფციის, მინისტრების, დეპუტატების, ივანიშვილის გარემოცვის შესახებ ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ ხდება" – აღნიშნა აბესაძემ
 
„ოპოზიციამ არ იცის, ჩვენ ვინ გამოვავლინეთ და ვინ არა, ჩვენ რა სამუშაოებს ვაწარმოებთ. ეს ანგარიში არის ღია და საჯარო. ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო ანგარიშში არ მოხვდებოდა. სუს-ს ყოველთვის ადანაშაულებენ, თუმცა ფაქტები არასდროს არ არის,“ – განაცხადა სხდომაზე სუს-ის  უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა.
 

 
 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...