მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი შემოვიდა

Published on

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი “USS Ross” შემოვიდა. ნავსადგურში გემის ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდის მეთაურს აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. გემის საქართველოში შემოსვლის მიზანი, ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაა. 
 
„ხომალდის ოფიცრების და ეკიპაჟს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის რეგიონსა და ულამაზეს ქალაქ ბათუმს შესანიშნავი მიღებისთვის. დღეს აქ ვიმყოფებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ურყევი ერთგულება შავის რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ. რეგიონში ჩვენ ხშირი ვიზიტების მიზანი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ სამუშაო ვიზიტი. აქ ყოფნის პერიოდში ერთობლივი გასართობი ღონისძიებებიც არის დაგეგმილი. ჩვენ მოუთმენლად ველით შეხვედრას ქართველო ხალხთან. გვინდა გავეცნოთ ამ ულამაზესი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას,”-განაცხადა ხომალდის კაპიტანმა დეივ ქოულსიმ.
 
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კვანტალიანი აცხადებს, რომ დაგეგმილია ერთობლივი სწავლება. ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლა კი ხაზს უსვამს ევროკავშირისა და ნატოს საქართველოსადმი მხარდაჭერას.
 
ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 25 აპრილს დატოვებს..

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...