მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის პრეზიდენტი ხმების დიდი უპირატესობით ვლადიმირ ზელენსკი გახდა

უკრაინის პრეზიდენტი ხმების დიდი უპირატესობით ვლადიმირ ზელენსკი გახდა

Published on

უკრაინის ცეტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. ბიულეტენების 70 % -ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73 %-ზე მეტი მიიღო. პოროშენკომ კი 24.6 %.ზელენსკი უკვე ესაუბრა დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს.არჩვენების შედეგებს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც უკრაინასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოფიციალური შედეგები 30 აპრილს გახდება ცნობილი.
 
"რუსეთთან ურთიერთობისას ჩვენ ვიმოქმედებთ ნორმანდიის ფორმატში, გავაგრძელებთ მინსკის პროცესს, თუმცა ამავდროულად გვექნება ახალი დანიშვნები და საქმეს ბოლომდე, ცეცხლის შეწყვეტამდე მივიყვანთ. ბუნებრივია, მინსკის მოლაპარაკებების გარდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დაბრუნდეს ყველა ჩვენი დაკავებული მოქალაქე. ყველა ტყვე ჯარისკაცი, ჩვენი მეზღვაურები. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი . არ ვიცი მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, რადგან დღეს მე ჯერ არ მაქვს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური სტატუსი. მე დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს მშობლებს ვესაუბრე. დავპირდი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები სახლში დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია,"-განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...