მთავარისიახლეებისაზოგადოებასაფრანგეთში მყოფ ემიგრანტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩავიდა

საფრანგეთში მყოფ ემიგრანტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩავიდა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ქალაქ მონპელიეში ჩავიდა და პრეფექტურის წინ, „კარვების ქალაქში“ მყოფი ქართველი ემიგრანტები მოინახულა. ემიგრანტებმა დღეს აქცია გაიმართეს და საფრანგეთის ხელისუფლებას დამხარებას და თავშესაფრის მიცემას მოთხოვეს.
 
"ჩავაკითხე საფრანგეთში ღია ცის ქვეშ მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს, რომელნიც უკიდურესი გაჭირვების გამო აღმოჩნდნენ იქ.გული შემეკუმშა იმით,რაც ვნახე..ეს კატასტროფა უნდა დასრულდეს!" – წერს სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე.
 
კარვების ქალაქი და უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ქართველები მონპელიეში, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, შველას ითხოვენ.
 
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მათი უფლებების დაცვას კვალიფიციური იურისტების დახმარებით ჰპირდება.
 
უკვე სამი კვირაა, 50 ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამეს მონპელიეში, კარვების ქალაქში, ათენებს.
 
ენმ-ის ლიდერს ქვეყნის საჯარო უწყებებთან შეკრებილებმა მას საკუთარი პრობლემების შესახებ უამბეს.
 
 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია გაჭირვებული ემიგრანტებისთვის კვალიფიციური იურისტის დაქირავება, რომელიც ამ რთული საქმეების განხილვასა და ემიგრანტების უფლებების დაცვას შეძლებს.
 
აქციიდან მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. კარვების ქალაქში გადაინაცვლა, სადაც ქართველი ემიგრანტები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.
 
ემიგრანტებთან ერთად იყო ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტი, მელორ ვაჩნაძეც, რომელმაც საქართველოს რამდენიმე თვის წინ დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
 
კარვების ქალაქის მცხოვრებლებმა მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვეს. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვას გააგრძელებენ და მონპელიეს ცენტრში აქციებს კვლავ გამართავენ.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...