მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაიარეს კონსულტაციები, მაგრამ აღარ გამოვა, რასაც ის...

,,მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაიარეს კონსულტაციები, მაგრამ აღარ გამოვა, რასაც ის დაავალებს, 5 წუთში მოაკვარახჭინონ” – ნიკა მელია

Published on

„ხედავთ, პრაქტიკულად მორღვეულია საკანონმდებლო პროცესი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მთელი ეს პროცესი მორგებულია რამდენიმე ადამიანზე, ვიღაც ბატონი ოხანაშვილი, მდინარაძე, კობახიძე, თალკვაძე… ეს 4-5 ადამიანია…-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ, რომელ დღეს ანრი ოხანაშვილმა გაააფრთხილა ,, ჭკვიანად იყოს'' 
 
,,წავიდნენ, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაიარეს კონსულტაციები, ჩაწერეს ამ არაოფიციალურ დოკუმენტში, წაკითხულიც კი არ აქვთ დეპუტატებს და ბატონი ოხანაშვილი ავიდა ტრიბუნაზე და თურმე ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ, თურმე ოხანაშვილს უნდა ვენდოთ და ოხანაშვილამდე არანაირი კონსულტაციები არ უნდა გაიმართოს.- განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან საუბარში სხდომაზე შესვენების პერიოდში.
 
ეს წარმოუდგენელია, ამ პარლამენტში ეს აღარ დაიშვება მიუხედავ იმისა, რომ ფორმალურად ჰყავს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“, ასეთი რამე აღარ გაუვა „ქართულ ოცნებას“ და დროა შეეგუოს კობახიძე, ოხანაშვილი, რომ გასაგებია თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი ეცით როგორც სხვა დეპუტატებს ამ დარბაზში, ასევე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ზურგი გაქციათ. ბიძინა ივანიშვილი რასაც დაგავლებთ, მოხვალთ და 5 წუთში ეცდებით მოაკვარახჭინოთ, ასე აღარ გამოვა.
 
14 გვერდიანი ინგლისურენოვანი რეკომენდაციები გასცა ვენეციის კომისიამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენს აქვს “ქართული ოცებიდან“ წაკითხული ეს რეკომენდაციები, რომელიც არც უთარგმიან საკუთარი კოლეგებისთვის.
 
ამიტომ ავიღეთ დრო ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო თაობების ცხოვრება ამ ქვეყნაში. აქ თაობების ბედი წყდება, რამდენი ხანი გვეყოლება მურუსიძეები მოხვეული ეს საკითხი წყდება და ისე, ოხანაშვილი ავა ტრიბუნაზე და რამდენიმე წუთით ადრე დაგვიდებენ დეპუტატებს ფურცელს, რომელიც არვის აქვს წაკითხული და ის რომ ჩვენ უბრალოდ თავს დავუქნევთ ოხანაშვილს, ამის ილუზია ვისაც აქვს…''

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...