მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ანი წითლიძისა და გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ანი წითლიძისა და გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Published on

სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.  სოფელ ნარაზენში, 11 აპრილს, მოსახლეობასთან შეხვედრისას სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. რა დროსაც დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.პატარაიას და წითლიძის შეფასებით, ოპოზიციის წევრების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა, რადგან მმართველი ძალა აცნობიერებს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ.ნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი 12 აპრილსგაიმართა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი  19 აპრილს გამოცხადდება. მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, დაეკისრება თუ არა ჯარიმის გადახდა დაკავებულს, თუ 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდება. ყოფილ პოლიციელს ბრალი 166-ე და 173- ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და  ხულიგნობას ითვალისწინებს. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...