მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შეეშვით სპეკულაციებს'', „ჭკვიანად იყავით,“ - რა ენაზე ელაპარაკებიან ოპოზიციონერ დეპუტატებს ირაკლი კობახიძე...

,,შეეშვით სპეკულაციებს”, „ჭკვიანად იყავით,“ – რა ენაზე ელაპარაკებიან ოპოზიციონერ დეპუტატებს ირაკლი კობახიძე დ ანრი ოხანაშვილი

Published on

პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.
 
ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ომბუდსმენი უკმაყოფილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს.
 
სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.
 
ოპოზიცია დროს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.
 
„არღვევთ რეგლამენტს, ნუ სპეკულირებთ, შეეშვით სპეკულაციებს,“ – მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.
 
პოლიტიკურ ოპონენტებს სიმშვიდისკენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა. 
 
„ჭკვიანად იყავი,“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...