მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც ვაპირებთ ახალი სუპერმარკეტის აშენებას და მერიიდან მომდის წერილი,...

როგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც ვაპირებთ ახალი სუპერმარკეტის აშენებას და მერიიდან მომდის წერილი, სადაც გვირჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო – ფრესკოს დამფუძნებელი

Published on

როგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც „ფრესკო“ აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას და ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი, სადაც რეკომენდაციის სახით გვირჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო, – ამის შესახებ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს და ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა ანგრევდეს.
 
„კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვისო, მაგრამ როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი და რეკომენდაციის სახით გვირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით?! ეს არის ის, რაც თქვენ საქართველოს ეკონომიკაში გააკეთეთ?! ბატონებო, შარვლებიდან რომ არ ამოხტეთ თქვენს კაბინეტებში, ეს არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება 4443499 პუნქტი 3 – წაიკითხეთ რას წერთ და როგორ ექცევით ბიზნესს. და მინდა ისევ მოვუხმო ჩემს საყვარელ მუხრან მაჭავარიანს და ერთი ორი სტროფი შეგახსენოთ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაწერილი ლექსიდან – "თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ტყუილში ქურციკივით მარდი ქველმოქმედის დავიღუპეთ პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის და გექნებათ შენიშნული ალბათ, როცა ხდება ჩაწყობები კარტის, ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის".
 
მინდა გითხრათ, არც ფეხაკრეფით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ. მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. და ბოლოს, მოგიწოდებთ დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ მე ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება. იმიტომ, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას", – განაცხადა ვიდეო მიმართვაში ვასილ სოფრომაძემ.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...