მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების" ახალი პროგრამა "სერიალები გადაარჩენს საქართველოს". ქანთარიამ თავი უკვე გაისაპნა

„ქართული ოცნების” ახალი პროგრამა “სერიალები გადაარჩენს საქართველოს”. ქანთარიამ თავი უკვე გაისაპნა

Published on

„ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს", – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ისტორიულ აჩრდილებს შეეშვან და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.
 
"ანუ გადავიღებთ სერიალებს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ვცხოვრობთ ძალიან კარგად უბრალოდ, მათ ჰგონიათ, რომ ვცხოვრობთ ძალიან ცუდად, ანუ ამ მოჩვენებითობის განსაქარვებლად, ხალხის გამოსაფხიზლებლად უნდათ სერიალები. 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა 1 წელიც ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო 5%. იყო 2.9%, 2.8% , ყველაზე დიდი იყო 4.8%. როგორი სერიალიც არ უნდა გადაიღოს ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაინდრავას ფანტაზიით, იმ რეალობას ვერ შეცვლით რა რეალობაშიც ჩააგდეთ ხალხი. ქვეყანა უკიდურესად გაღარიბებულია", -განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
სხვაგვარად ფიქრობს „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია. ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით,“ – ასე გამოეხმაურა  იგი სერიალებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
 
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, მას ადრე ჰქონდა ინიციატივა, რომ სერიალები შეექმნათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ განხორციელდა.
 
მისი აზრით, სერიალებზე შეკვეთები თუ სამინისტროებიდან იქნება და საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება, მნიშვნელოვანი იქნება.
 
სერიალები დღეს უკვე აღარ არის საპნის ოპერები, დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ. BBC-ის მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, იყო მოკლე პასუხი, ამის საშუალება არ გვაქვს, ფული არ გაგვაჩნია. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს. აღარაფერი მიკვირს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც რჩება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო, იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი. არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა და თუ ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი და პროცესი სწორი მიმართულებით წავა,“ – აღნიშნა ქანთარიამ.
 
 
ბიძინა ივანიშვილმა როგორც ინტერვიუში განაცხადა, მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის "ქართუ ბანკი" აპირებს.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...