მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი:7 წელი საკმარისი დრო იყო ზუგდიდში გზების სრულად მოსაწესრიგებლად, მაგრამ ...

სანდრა რულოვსი:7 წელი საკმარისი დრო იყო ზუგდიდში გზების სრულად მოსაწესრიგებლად, მაგრამ საბიუჯეტო თანხები არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენება

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოინახულა. ზუგდიდში გზის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.
 
სანდრა რულოვსის განცხადებით, მაშინ როდესაც ბიუჯეტის 1/3 ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, 7 წელი საკმარისი დრო იყო ზუგდიდში გზების სრულად მოსაწესრიგებლად. მერობის კანდიდატის თქმით, საბიუჯეტო თანხები არა მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენება.
 
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 35 % იხარჯება ინფრასტრუქტურაზე. ეტყობა რამე ქალაქს? საშინელებაა, უმძიმეს მდგომარეობაშია ეს გზები. მე მგონი საკმარისი დრო ჰქონდათ 7 წელიწადი, რომ ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინათ და არ მოწესრიგდა. ისინი თუ გაჩერდებიან ხელისუფლებაში ეს გამოყვანილი ტექნიკაც გაჩერდება. მათი გაკეთებული საქმე მოჩვენებითია და უხარისხო. მათი მიზეზი არის ძალაუფლების შენარჩუნება და არა ხალხზე ზრუნვა. ჩვენ ამას სხვანაირად გავაკეთებთ. ჩვენი მუშაობა იქნება დროული, იქნება ხარისხიანადა იქნება ხარისხიანი. მთელი ქალაქი ერთდროულად კი არ უნდა იყოს გადათხრილი,“- განაცხადა რულოვსმა.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...