მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

Published on

ბრალდებულ დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქმეში გენინსპექციის ჩართვას მოითხოვენ და იმ პირების კონტროლზე აყვანას, რომლებიც გაქმოძიებაში არიან ჩართული.დავითჟორჟოლიანს ბრალი ედება ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში.სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ იოსებ ჯალაღონიას  განცხადებით, გაყალბებულია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც საქმეში დევს.ბრალდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ დავით ჟორჟოლიანი ქალის შურისძიების მსხვერპლია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 121-ე და 138-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ძალადობას და  სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ჟორჟოლიანს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სიახლეები

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...