მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილი მანტია" - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ...

“ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილი მანტია” – იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით,

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, პროტესტის მიუხედავად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. 
 
კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციის "ვენეციის კომისიის" დასკვნა მხოლოდ ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება, ამიტომაც, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდნენ, რომ კენჭისყრა იქამდე არ ჩაეტარებინათ, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდებოდა. 
 
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, საზოგადოებრივი პროტესტი არ გაითვალისწინა, საკითხს კენჭი უყარა და 8-კაციანი უმრავლესობით მხარი დაუჭირა. 
 
ოხანაშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას პლენარულ სხდომაზე გაითვალისწინებენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს საკომიტეტო განხილვის გამოტოვებას ნიშნავს. 
 
დეპუტატებთან ერთად კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელთაც პროტესტის ნიშნად შავი მაისურები აცვიათ, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს". 
 
კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...