მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაურია ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან, სადაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ...

ხმაურია ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან, სადაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ [Video]

Published on

ხმაური და დაპირისპირება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან – დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათ ეს მოახერხეს რამდენიმე წუთით, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს   გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე გუშინ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი  120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი,  რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით,  მათი დაკავება  უკანონოდ მოხდა, ისე რომ  მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა. დგებუაძის მხარდასაჭერ აქციაზე შამგონიდანაც ჩამოვიდნენ
 
 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...