მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებული დგებუაძის ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ

დაკავებული დგებუაძის ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას ხვალ განაახლებენ- ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაკავებულის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.აქციის მონაწილეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი  120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი,  რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით,  მათი დაკავება  უკანონოდ მოხდა, ისე რომ  მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა

 

 

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...