მთავარისიახლეებიპოლიტიკამანაფორტის საქმე - ამერიკული გამოძიება მალე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს მიადგეს და მისი...

მანაფორტის საქმე – ამერიკული გამოძიება მალე შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს მიადგეს და მისი ფინანსური ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებაც კი მიიღოს.

Published on

ივანიშვილის ყოფილმა ლობისტმა და პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელსაც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, პოლ მანაფორტთან ჰქონდა კავშირი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ ამერიკულ გამოძიებას ჩვენება მისცა. presa ge ამ საკითხს ვრცელ სტატიას უძღვნის.
 
ივანიშვილის ყოფილი კონსულტანტი სამუელ პატენი, დამნაშავედ არის ცნობილი. მას უცხოელი ოლიგარქების ლობირება  და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. პატენი დანაშაულს აღიარებს.
 
ივანიშვილის ყოფილმა ლობისტმა თავი დამნაშავედ სცნო და სწორედ ამიტომ , მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. თუმცა, გამოძიება უკვე იმ საქმეებით დაინტერესდა, რომლის შესახებაც სამუელ პატენმა მიაწოდა ინფორმაცია. 
 
 ახლა, სამუელ პატენი გამოძიებას იმ კრიმინალური და სისხლის სამართლის საქმეების შესახებაც აწვდის ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, ოლიგარქებს ეხება როგორც უკრაინაში, ისე საქართველოშიც. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამერიკული გამოძიება მალე შესაძლოა ქართველ ოლიგარქს, საქართველოს არაფორმალურ ლიდერსა და რუსეთში გამდიდრებულ ბიძინა ივანიშვილს მიადგეს და მისი ფინანსური ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებაც კი მიიღოს.
 
ამ შემთხვევაში კი, ივანიშვილს, ამერიკული გამოძიებისაგან თავის დახსნა გაუჭირდება, რადგან იქ, საქართველოს პროკურატურისაგან განსხვავებით, ბოტასების ქურდები და მისი ყოფილი ადვოკატები არ არიან პროკურორებად.
 
გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის ყოფილმა რესპუბლიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, რუსებთან ერთად, 2015 წელს დააარსა ფირმა, რომელიც უკრაინის ოპოზიციური ბლოკის სახელით დაარეგისტრირა. 
 
პატენი უკრაინულ კამპანიაზე მანაფორტისთვის მუშაობდა და ის ასევე, არალეგალურად უწევდა კონსულტაციებს ოლიგარქებს.
 
სამუელ პატენისა და მიმდინარე გამოძიების დეტალებზე გუშინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ამერიკულმა მედიამაც. იხილეთ ბმული: https://www.abc17news.com/news/politics/sam-patten-gets-probation-after-cooperating-with-mueller/1068431140?fbclid=IwAR21WhiVc9xZo2lalg2B1b_-m6KBXRR6II1DQA6T0_veuxychiAeW2dQYM0
 
 
p.s: სემ პატენი, ივანიშვილს 2011 წლიდან ეხმარებოდა როგორც ამერიკულ პრესაში შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნებაში, ისე ამერიკელ კონგრესმენებთან ურთიერთობაში. კერძოდ, სემ პატენის ორგანიზებით, ივანიშვილი, ამერიკულ პრესაში აქვეყნებდა სხვადასხვა სახის სტატიებს, სადაც ფაქტობრივად, ქვეყნის იმიჯის შელახვა ხდებოდა. მეტიც, სემ პატენის მუშაობითა და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ამერიკულ კონგრესში შევიდა კანონპროექტი სახელად "საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012", რომლის მიხედვითაც ამერიკას საქართველოსათვის დახმარება უნდა შეეწყვიტა..
 

სიახლეები

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...