მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი იწყება, სხდომაზე დასასწრებად ...

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი იწყება, სხდომაზე დასასწრებად სანდრა რულოვსი მივიდა

Published on

 ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  გუშინ ნარაზენში  გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას  სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება,
 
 მანუჩარ ჩხეტია აცხადებს, რომ    ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა. იგი  ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს.
 
 
"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია, დაგეგმილი ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებენ, რადგან მე არ მიმიძღვის ბრალი იმ ყველაფერში, რაც მოხდა. არანაირი შეურცხყოფა არ მიმიყენებია პოლიციისთვის და ამის დამადასტურებელი არანაირი ვიდეო არ არსებობს", – განაცხადა ჩხეტიამ პროცესის დაწყებამდე.

სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მივიდა, მან დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მოითხოვა   დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას  სასწრაფოდ გათავისუფლება 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია. აქვე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები..

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...