მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სამეფო კარის'' ინტრიგები - ქარიშხალი ჭიქაში. საქალაქო სასამართლომ დავით ბაგრატიონ მუხრანელის საქმის...

,,სამეფო კარის” ინტრიგები – ქარიშხალი ჭიქაში. საქალაქო სასამართლომ დავით ბაგრატიონ მუხრანელის საქმის არსებითი განხილვა შეწყვიტა

Published on

ბრძოლა არარსებული სამეფო ტიტულისთვის – საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა შეწყვიტა.
 
სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.
 
სხდომაზე უნდა გამოკითხულიყვნენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს.
 
უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე უარი.
 
დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი იურიდიული საფუძვლები არ არსებობდა.
 
„ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი,“ – ამბობს ადვოკატი.
 
ადვოკატი იმედოვნებს, რომ ასევე დავით ბაგრატიონ მუხრანელის სასარგებლოდ დასრულდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს.
 
ადვოკატი ანა ბაგრატიონ გრუზინსკის საჩივარს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხლად“ მოიხსენიებს.
 
აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია. ხოლო, რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმეს, მან აღნიშნა, რომ ამ საჩივარს ბოლომდე გაყვება.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...