მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში იმყოფება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ტამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერი  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე  გამოვა სიტყვით, რომელშიც     აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს. 
 
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტით ჩამოდის.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც განმარტა, რა იყო შეხვედრის მთავარი სასუბრო თემა.
 
"შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, რეფორმების პროცესისა და მიღწევების განმტკიცების კუთხით. განვიხილეთ ევროსაბჭოს გამოწვევები და შევეხეთ მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხს. მივაწოდე პრეზიდენტს ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ფაქტებზე ოკუპირებულ რეგიონებში. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მადლიერი ვარ ევროსაბჭოს ჩართულობით რეფორმების პროცესში. მიგვაჩნია, რომ რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული პრაქტიკის და კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
 

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....