მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსი პანკისელი ახალგაზრდებისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აწესებს

სანდრა რულოვსი პანკისელი ახალგაზრდებისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აწესებს

Published on

ფონდი „soco“ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აწესებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში გადაცემა „დიალოგში“ სტუმრობისას განაცხადა. „იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისში ცხოვრობენ და სურთ განათლება მიიღონ და ისწავლონ უნივერსიტეტებში, პროექტის ფარგლებში დაფინანსდებიან. ეს იქნება თემირლან მაჩალიკაშვილის პატივისცემის ნიშნად, მისი შელახული სახელის სხვა დონეზე გადაყვანა. ეს იქნება ჩემი პატარა ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომ პანკისელ ახალგაზრდებს დავეხმარო“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
საქველმოქმედო ფონდ  „soco”-ს უკვე დაწესებული აქვს დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია. პროექტის ფარგლებში სექტემბრიდან 10-მდე პანკისელი სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას.
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...