მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ გვსურს მოვისმინოთ ყალბი მილოცვა იმ პრეზიდენტისგან, რომელიც თავის დროზე პუტჩისტებს...

,,არ გვსურს მოვისმინოთ ყალბი მილოცვა იმ პრეზიდენტისგან, რომელიც თავის დროზე პუტჩისტებს უჭერდა მხარს” – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები სალომე ზურაბიშვილს პროტესტს უცხადებენ

Published on

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ. უზენაესი საბჭოს დეპუტატების ერთი ნაწილი, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი, ხვალ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საზეიმო მიღებაზე არ მივა. როგორც უზენაესი საბჭოს დეპუტატები ამბობენ, მათ არ სურთ მოისმინონ ყალბი მილოცვა იმ პრეზიდენტისგან, რომელიც თავის დროზე პუტჩისტებს უჭერდა მხარს და ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუბლიკაციებს აქვეყნებდა.
 
„მან დაწერა ერთხელ ისეთი წერილი: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, კიტოვანი  არიან დემოკრატები და ებრძვიან ტირანიას. მივესალმები მათ გამარჯვებას. ამაზე მეტი პასკვილი რა უნდა იყოს. ეს ყველაფერი  განცხადება მიმართული იყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ამიტომ მე მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივს ვცემ, ჩემს სახელმწიფოს, ჩემს სამშობლოს მე მიჭირს მივიდე ხვალ იქ და ჩამოვართვა ხელი ისეთ პრეზიდენტს რომელსაც წვლილი მიუძღვის თავისი წერილებით კანონიერი ხელისუფლების დამხობაში,“-განაცხადა უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრმა რევაზ კემულარიამ.
 
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხმაურებიან. ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე აცხადებს,რომ  სალომე ზურაბიშვილის ქურდების არჩეულ პრეზიდენტია და ის არ აპირებს ხვალ მასთან მისვლას და ხელის ჩამორთმევას.
 
„ქურდების არჩეულ პრეზიდენტთან მისვლას და მის აღიარებას არ ვაპირებ. თანაც ისე დანაშაულებრივი გზით მიღებული  კამპანია, რომელიც ჩაატარეს დანაშაულებრივი გზით და ისე აირჩიეს ის პრეზიდენტი არ ვაპირებ მისვლას. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ 90-იანწლებიდან ვიცოდით რას წარმოადგენდა ქალბატონი სალომე და მისი მეუღლე. არც ერთ ზვიადისტს არ გვეშლება. შეიძლება სხვას შეეშალა ვინც არ იყო ზვიადისტი. ჩვენ არ შეგვშლია. ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით ვინ იყვნენ და ახლა იმასთან მისვლა…მე არ მესმის რა აზრი აქვს, მივიდე და ტაში დავუკრა?,“-განაცხადა ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძემ.
 
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას არ იძიებს.
 
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები ამბობენ იმასაც, რომ მათი გადაწყვეტილება, ღია პროტესტი გამოხატონ პრეზიდენტის მიმართ განპირობებულია თავად სალომე ზურაბიშვილის პერსონითაც.
 
„თუ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის პერსონაჟს თვითონ ვერ გეტყვით უნდა მოგვილოცოს თუ უნდა მოგვისამძიმროს ეს დღეს. იმიტომ რომ 30 წელზე მეტია  ჯერ მაშინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას, შემდეგ მიესალმა რუსეთ საქართველოს ომს როდესაც ჩვენ დაგვამხეს და დემოკრატიული რევოლუცია უწოდა ისევე როგორც შევარდნაძემ. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების მოვლენებსაც მისი განცხადებები ყველა არის საქართველოს სამტროდ მიმართული,“-განაცხადა ნემო ბურჭულაძემ. 

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...