მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ - თქვენ სიტყვა "პატიოსანს" სამარე გაუთხარეთ'' - გია...

,,ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ – თქვენ სიტყვა “პატიოსანს” სამარე გაუთხარეთ” – გია მურღულია ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებზე

Published on

რას აკეთებენ ისინი ისეთს, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ? – წერს სოციალურ ქსელში სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებზე სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ფილოლოგი გია მურღულია.
 
„ხან ერთ, ხანაც მეორე შემთხვევაში ვიგებთ, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს სახელმწიფო შემოსავლებიდან თვეში 20, 25 ან 30 ათას ლარს უხდიან ხელფასად. არაფერი დიდება ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის არ მოაქვთ. ეს სახელმწიფოს იდეის დაცინვა და სახსრების უპასუხისმგებლო ფლანგვაა.
 
არც ერთ იმ სფეროში, რომელშიც ჩინოვნიკები ლარბალახობენ, საქმე კარგად არ მიდის და რომც მიდიოდეს, სხვა ადამიანთა შრომა ასე აბუჩად არავინ უნდა აიგდოს.
 
მთლად საარაკო ცირკი ის არის, რომ ეს ჩინოვნიკები წელიწადში არა ერთ პრემიასაც იღებენ.
 
რას აკეთებენ ისინი ისეთს, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ?
 
 
მე, როგორც ერთი თავისუფალი ქართველი მასწავლებელი, ამ ჩინოვნიკების (და ვინც ასეთ უმსგავსობას შესაძლებელს ხდის) გასაგონად ვამბობ:
 
თქვენ, არაბატონებო, იმაზე გაცილებით მეტს ითვისებთ, ვიდრე იმსახურებთ. მოკლედ, ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ – უმწიფარმა სახელმწიფომ საშუალება მოგცათ და ლარებს უსირცხვილოდ იპარავთ.
 
თქვენ ხელს გვიშლით, რომ ბავშვები წესიერ მოქალაქეებად აღვზარდოთ.
 
თქვენ სიტყვა "პატიოსანს" სამარე გაუთხარეთ და ზედ ბევრი მიწაც მიაყარეთ.
 
თქვენს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და საქართველოს წესიერ მოქალაქეებს კანონიერი უფლება აქვთ, მაქსიმალურად გრძელ ფეხებზე დაგიკიდონ.
 
 
თქვენ საზოგადოების პატივისცემას არ იმსახურებთ. თქვენი ხვედრი მხოლოდ იგნორირებაა.
 
ამ ადამიანებს, ალბათ, განცდა აქვთ, რომ სხვებზე ჭკვიან-მოხერხებულები არიან და სამყაროს ბევრი რამ ზედმეტი წაღლიტეს. რა კარგად გამოიყურებიან. რა კმაყოფილნი არიან. ზოგს სოციალური სტატუსი აქვს (მაგალითად, მარეგულირებელია ბიჭი ან გოგო), ზოგსაც – მაღალი თანამდებობა და არიან წურბელებივით ტკბილად. უბრალოდ დაკანონებულად მიაქვთ ე.წ. "ხალხის ფული".
 
სანამ ეს ასე გრძელდება, საქართველოში სიტყვა "სამართლიანობა" ყავარჯნებით ივლის და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წაიქცეს კიდეც.
 
სირცხვილი უფროს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოს ამგვარი "პრინციპებით" აშენებს.
 
და არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ბავშვებიც ხედავენ.
 
ბევრ მათგანს უკვე ჰგონია, რომ როცა გაიზრდება, თავადაც შეუძლია ასე მოიქცეს“ -წერს გია მურღულია.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...