მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშამგონადან გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება, ოჯახს...

შამგონადან გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება, ოჯახს აფხაზური ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია

Published on

სოფელ შამგონადან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება.
 
38 წლის მამაკაცი ოპკუანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაკავებულის მამა იანურ როსტობაია ამ  ვერსიას გამორიცხავს.
 
მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, მაგრამ გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.როგორც იანურ როსტობაია ამბობს, გალის რაიონში ნათესავები ჰყავს, რომლებიც შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ ე.წ. მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი შვილი.
 
„მე დამირეკეს ნათესავებმა და მითხრეს რაც ნახეს. უკითხავთ რატომ დააკავეთო და "საზღვარი დაარღვიაო" უთქვამთ. ჯერ არავინ დამკავშირებია და ვნახოთ“, – ამბობს იანურ როსტობაია.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
 

შემთხვევა 5 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათამდე მოხდა. 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...