მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა გვენეტაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭო ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვერ ახერხებდა ბანკის...

კობა გვენეტაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭო ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვერ ახერხებდა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვას

Published on

თიბისი ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნას განმარტავს.
 
კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს ევალება ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც ხაზარაძე-გვენეტაძის გავლენების გამო ვერ ახერხებდა.
 
„თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარის და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, როგორც ამის წარმოჩენა ბევრს სურს,“ – განაცხადა გვენეტაძემ.
 
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის გამო მიიღო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება და ჩამოაშორა მმართველ რგოლს ხაზარაძე-ჯაფარიძე.
 
„ხაზგასასმელია, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, "თიბისი ბანკის" ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით არის კონფიდენციალური,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ..

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...