მთავარისიახლეებიეკონომიკაკობა გვენეტაძე: რეგულაციები რომ არ შემოგვეღო, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა

კობა გვენეტაძე: რეგულაციები რომ არ შემოგვეღო, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა

Published on

 რეგულაციები რომ არ შემოგვეღო, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რომელიც დღეს მოხსენებით წარსდგა  პარლამენტის წინაშე . მისი თქმით, საბანკო რეგულაციები და სესხის გაცემის შეზღუდვა სამომავლოდ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. 
 
"რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით მძიმე მდგომარეობა იყო. ტექნოლოგიების განვითარებამ და სხვადასხვა ფინანსური კომპანიების ე.წ მტაცებლურმა აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 700 000-მდე მოქალაქე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, 100 ათასობით ადამიანს მაღალი სესხები გააჩნდათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო. სესხის მომსახურების კუთხით სიძნელეების ძირითადი მიზანი სწორედ უპასუხისმგებლოდ დაკრედიტების პრაქტიკა იყო. 
 
მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომლებიც აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა, თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. დარწმუნებით შეგიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის: უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. 
 
ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის და პარლამენტის როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები. 
 
ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. დაკრედიტების ზრდის ტემპიც, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით ასევე მაღალი იყო. 
 
კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს აუცილებლად გამოიწვევს მძიმე პრობლემებს როგორც მსესხებლებისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. 
 
ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა", – თქვა კობა გვენეტაძემ პარლამენტში. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...