მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში პურის გაძვირებას ელოდებიან

საქართველოში პურის გაძვირებას ელოდებიან

Published on

პურის გაძვირება საქართველოში „აისეტის“ მკვლევარებმა დააანონსეს. მათ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ფქვილი უახლოეს მომავალში გაძვრიდება. საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს, სადაც 2019 წელს 16 პროცენტით ნაკლები მოსავალი ექნებათ. დეფიციტი კი ფასის ზრდაზე პირდაპირ აისახება.მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის კრიზისია, დეფიციტი კი ფასზე აისახება. გაძვირებული ფქვილის საქართველოში იმპორტირებისთანავე შესაძლოა, ქვეყანაში მცირე საცხობები დაიხუროს. ორი თვის წინ, მცირე მეწარმეებს გაზის გადასახადი გაუძვირეს, მაშინ მთავრობამ შეღავათი მხოლოდ დიდ ქარხნებს დაუწესა, ახლა კი ფქვილის გაძვირების ახალი ტალღა მათთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.ეკონომიკის ექსპერტები პურისა და პურ-პროდუქტების ფასების ზრდის პარალელურად, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდობენ.
 
ფინანსთა მინისტრმა კი, დღეს არ გამორიცხა, რომ ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა საქართველოში პურის ფასზეც აისახოს. ვანო მაჭავარიანის თქმით, მთავრობა ქვეყნის შიგნით პურის გაძვირებას ხელს არ შეუწყობს, თუმცა გარე ფაქტორების წინაშე ხელისუფლება შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...