მთავარისიახლეებისაზოგადოებაკინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

Published on

88 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი კინორეჟისორი, გიორგი დანელია. როგორც დანელიას ოჯახი აცხადებს, თებერვალში დანელია მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვების ანთებით. სუნთქვის სტაბილიზაციისათვის ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს. ეს ყველაფერი კი მისი გარდაცვალებით დასრულდა/
 
დანელია თბილისში დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი მოსკოვში გადასახლდა. 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი, ხოლო 1959 წელს უმაღლესი სარეჟისორო კურსი „მოსფილმში“, მიხეილ კალატოზოვის კლასში.
 
გიორგი დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის არის „არ დაიდარდო!“, "აფონია“, „მიმინო“.
 
გიორგი დანელია ასევე ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „უბილეთო მგზავრი“, რომლის შესავალში რეჟისორი წერს:
 
„როცა „მოსფილმის“ სამხატვრო საბჭოს ვაბარებდი „არ დაიდარდოს“, დამავალეს დაემეწერა, რომ მოქმედება ხდება გასულ საუკუნეში. რატომ? ეს ხომ ისედაც აშკარაა, შევეპასუხე მე. საზღთვარგარეთისთვის, იქ ვერ გაიგებენო, მიპასუხეს.
 
ასეთი ტიტრის დაწერა არ მინდოდა. ამიტომ დავიყოლიე მიხეილ რომი, რომლის ხმა ძალიან მომწონდა, ეთქვა ეს ფრაზა კადრსმიღმა.
 
„ეს იყო გასული საუკუნის მიწურულს კრამიტით დახურულ პატარა ქალაქში. შესაძლოა, არც იყო… არა, ალბათ, უფრო იყო.., დიახ, ნადვილად იყო“, – ისიმის კადრსმიღმა ჩემი მასწავლებლის ხმა ფილმის დასაწყისში. ვისარგებლებ ამ ფრაზით: „რაც დაწერილია ამ წიგნში, თავს გადამხდა გასულ საუკუნეში. იქნება და არც არფერი ყოფილა…“

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...