მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გთხოვთ, შეაფასოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც მან ნატო-ს წვრთნები საქართველოში შეაფასა საფრთხედ...

„გთხოვთ, შეაფასოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც მან ნატო-ს წვრთნები საქართველოში შეაფასა საფრთხედ და არაფრის მომტანად” – გიგა ბოკერია ლევან იზორიას

Published on

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრისგან სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებას ითხოვს.
დეპუტატს აინტერესებს რჩება თუ არა ლევან იზორია იმ პოზიციაზე, რომ ნატო-ს წვრთნები საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბოკერიამ მინისტრს სთხოვა პრეზიდენტის განცხადებაზე საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსიროს.
 
„გთხოვთ, შეაფასოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც მან ნატო-ს წვრთნები საქართველოში შეაფასა საფრთხედ და არაფრის მომტანად. თუ გნებავთ ციტატას გადმოგცემთ. და თქვენი აზრი თუ არ შეცვლილა და მე იმედი მაქვს რომ არ შეცვლილა, ემთხვევა ჩვენსას, რომ ეს არის კარგი საქართველოსთვის. ხომ? და გთხოვთ, ამაზე მკაფიო პასუხი დააფიქსიროთ. როგორ აფასებთ ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურას ვინც თავს ესხმის ნატოს წვრთნებს საქართველოში,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...