მთავარისიახლეებიპოლიტიკაუხარისხო ჩინური ფეხსაცმელი და მოძველებული საბრძოლო ტექნიკა ჯარში - კობა ნაყოფია თავდაცვის...

უხარისხო ჩინური ფეხსაცმელი და მოძველებული საბრძოლო ტექნიკა ჯარში – კობა ნაყოფია თავდაცვის მინისტრისგან პასუხებს ითხოვს

Published on

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია თავადაცვის მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართავს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, უმრავლესობის პასუხები ოპოზიციის კითხვებზე ჭორაობაა.

“მეგობრებო ჭორაობა ის კი არაა, როდესაც გამოითქმება კრიტიკული კითხვები, არამედ პასუხები, რომლებიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინე.

როგორც ცნობილია ქართული ჯარი მარაგდება უხარისხო ჩინური ფეხსაცმელით, თან იმ კომპანიის გამოყენებით, რომელიც დიდი ხანია არღვევს სატენდერო პირობებს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სამ მილიონამდე ლარის კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ მოიტყუა, რადგან დოკუმენტურად დგინდება, რომ ამ უხარისხო ფეხსაცმლის შეძენა მოხდა თქვენი მინისტრობის დროს, ამაზე ველოდები განმარტებას.

დღეს რა მდგომარეობაშია ჩვენი საბრძოლო ტექნიკა და არის თუ არა ის ტექნიკურად გამართული, გვითხარით რამდენი პროცენტია გაუმართავი და რატომ?

არსებობს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გეგმა, როგორც ვიცით დღევანდელი მდგომარეობით, საბრძოლო ტექნიკა მოძველებულია, ანუ პოტენციურ მტერს, რუს ოკუპანტს უნდა ვებრძოლოთ ისევ რუსული ტექნიკითა და იარაღით? რაც წინასწარ გვაყენებს წამგებიან პოზიციაში. თუ მოდერნიზაციის გეგმა არსებობს, მაშინ წარმოგვიდგინეთ”-მიმართა იზორიამ მინისტრს.

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...