მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ბოკუჩავას შეკითხვა ლევან იზორიას: როგორ მოახერხეთ უფასოდ აგეშენებინათ ასეთი სახლები/...

თინა ბოკუჩავას შეკითხვა ლევან იზორიას: როგორ მოახერხეთ უფასოდ აგეშენებინათ ასეთი სახლები/ დეკლარაციის მიხედვით, თქვენ სახლის მშენებლობისთვის საერთოდ არაფერი დაგიხარჯავთ

Published on

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მისულ ლევან იზორიას ოპოზიციაში ყოფნის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაახსენა და მის ამჟამინდელ ქონებრივ დეკლარაციას გაუსვა ხაზი.

დეპუტატი დაინტერესდა, რა მარკის ავტომობილით გადაადგილდება თავდაცვის მინისტრი და რა უჯდება მისი შენახვა ბიუჯეტს.

ამასთან, ბოკუჩავამ მინისტრის შემოსავლების მზარდი სტატისიკა წარადგინა და იქვე, იზორიას კუთვნილი სახლის ფოტოც გაასაჯაროვა, რომელიც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იზორიამ „უფასოდ აიშენა“.

ოპოზიციის ინტერესის საგანი იყო ასევე, „დელტა“. ამასთან, ბოკუჩავას აინტერესებს, რატომ გააუქმეს ის ბატალიონი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოირჩეოდა და ხომ არ შეასრულა ხელისუფლებამ რუსეთის დავალება მისი გაუქმებით.

ბოკუჩავას აინტერესებს მინისტრის პასუხი, იზიარებს თუ არა ის სალომე ზურაბიშვილის პათოსს, რომ "მძინარე ცხინვალი ქართველმა ჯარმა დაბომბა".

"2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბატონო ლევან, თქვენ აღშოთებას გამოხატავდით იმის თაობაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლები ძვირათღირებული ჯიპებით გადაადგილდებიანო. აქიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ თქვენი ძვირათღირებული ჯიპია, ფოტო სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოფნის დროს არის გადაღებული. მაინტერესებს, დღეს რომელი და რა ღირებულების ავტომობილით გადაადგილდებით და როდის შეიძინა ის სამინისტრომ?

მეორე ფოტო მინდა გაჩვენოთ. ვისურვებიდი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზარდი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე მოხვედით.

ალბათ, არ არის გასაკვირი რასაც კვლევები აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის 70% ფიოქრობს, რომ თავანამდებობის პირები პირადი სარგებლისთვის იყენებენ.

კიდევ ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ, ეს არის თქვენი ერთ-ერთი სახლი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში აიშენეთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომდეკლარაციის მიხედვით, თქვენ სახლის მშენებლობისთვის საერთოდ არაფერი დაგიხარჯავთ. მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ უფასოდ აგეშენებინათ ასეთი სახლები. 

ასევე, გავაქვს ინფორმაცია, რომ ჯარიდან ხდება ოფიცრების მასობრივად გადინება და მაინტერესებს გაქვთ თუ არა სტატისტიკა და აწარმოებთ თუ არა ანალიზსს.

ასევე, მაინტერესებს რატომ ვერ გახდა "დელტა" რენტაბელური პროექტი?!მაშინ როდესაც 2012 წელსაც კი აწარმოებდა ტექნიკას და სხვა პროდუქციას. ჩამომითვალეთ დღეს რა პროდუქციას აწარმოებს.

რატომ დაშალეთ და მოკვეთეთ ბრიგადიდან მეოთხე ბრიგადის 44-ე ბატალიანი, სადაც გმირი გიორგი ანწუხელიძე მსახურებდა. ხომ არ იყო ეს რუსეთის პირდაპირი დავალება, რადგან სწოირედ ამ ბატალიანმა მიაყენა გენერალ ხრულოვს ჭრილობა.

ბოლოს, გთხოვთ, ძალიან კონკრეტულად, მოკლედ მიპასუხოთ კი ან არა – ეთანხმებით თუ არა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღბუილმა ძალებმა ვციტირებ "დაბომბეს მძინერე ცხინვალი". ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვების გარეშე მიპასუხეთ ან კი ან არა.

 

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...