მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: მე არ მახსენდება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა...

სალომე სამადაშვილი: მე არ მახსენდება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ჯარსა და საკუთარ თავსა შორის, სირცხვულია!

Published on

თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები ქართულ ჯარს აზიანებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ქართულ ჯარს ამოეფაროს და ამით აიცილოს ის კრიტიკა და შეკითხვები, რომელიც სამხედრო უწყებაში არსებულ კორუფციას და კანონდარღვევებს უკავშირდება.

„ბატონო მინისტრო, სრულიად უპრეცენდენტო ფაქტის მომსწრე გავხდით აქ, როდესაც თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა ჩართულები არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებებში და ოპოზიცია დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში. ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციასთან დაკავშირებით ქართულ ჯარში. ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ჯარსა და საკუთარ თავსა და ჩინოვნიკებს შორის, თქვენ ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში? უკაცრავად და, რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, თქვენი მთავარსარდლის და ქვეყნის პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსენდება თქვენი დაფიქსირებული პოზიცია, არც ამ დარბაზში და არც სხვაგან, თუ ჩვენი შეკითხვები, რომ კურუფცია არის თუ არა ქართულ ჯარში. სირცხვლია და აღარანაირ პასუხს აღარ აქვს მნიშვნელობა. შეკითხვა მაქვს ძალიან კონკრეტული, რეალურად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის შემცირებული, თქვენი მთავრობის მიერ გაუფასურებული ქართული ვალუტის პირობებში ჩვენ იძულებულები ვართ დავთვალოთ ბიუჯეტი დოლარებში, დოლარებში ბიუჯეტი 2014 წლის შემდეგ შემცირებულია 80 მილიონით, ასე რომ ამ ბრჭყვიალა ბროშურებს რომ გვირიგებთ აქ, ვის ატყუებთ?“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...